ბანკები ჩვენს სამსახურში

ბანკები ჩვენს სამსახურში

Monday, December 14, 2009

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: მონაცემების მოპოვება, მათი დამუშავება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებებით: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მთავარ იდეას. კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობის 4 ჯგუფად. ისინი თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემას, რის ირგვლივაც უნდა შეაგროვონ მონაცემები გამოკითხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.
3. პროექტის სრული აღწერა:

მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მთავარ იდეას. კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობის 4 ჯგუფად. ისინი თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემას, რის ირგვლივაც უნდა შეაგროვონ მონაცემები გამოკითხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ამისთვის წინასწარ უნდა შეადგინონ კითხვარი. მონაცემები მოპოვების შემდეგ უნდა წარმოადგინონ სიხშირეთა ცხრილებით, დაამუშაონ, გამოთვალონ რიცხვითი მახასიათებლები; საშუალო, მოდა მედიანა, განბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა. შემდეგ შეარჩიონ დიაგრამის სახე და წარმოადგინონ ხელსაყრელი ფორმით. გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, დაასახელონ ასეთი სურათის შექმნის მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზების მათეული ვარიანტები.

პრეზენტაცია კეთდება თითოეული ჯგუფის მიერ ცალ-ცალკე.

4მონაწილეთა ასაკი:14-15წელი
5. ვადები/ხანგძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წინასწარ უნდა შეადგინონ კითხვარი. მონაცემები მოპოვების შემდეგ უნდა წარმოადგინონ სიხშირეთა ცხრილებით, დაამუშაონ, გამოთვალონ რიცხვითი მახასიათებლები; საშუალო, მოდა მედიანა, განბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა. შემდეგ შეარჩიონ დიაგრამის სახე და წარმოადგინონ ხელსაყრელი ფორმით.
7. მოსალოდნელი შედეგები:

აქტუალური თემის შერჩევისა და სათანადო მონაცემების მოპოვების ხერხის შერჩევის უნარის გამომუშავება;

მოპოვებული მონაცემების დამუშავება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა.

ალტერნატიული მეთოდებიდან ამოცანის ტიპის მიხედვით ხელსაყრელი მეთოდების შერჩევის გამოცდილების მიღება;

მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოდგენის მნიშვნელობის გააზრება;

დიაგრამების წაკითხვის, მიღებული შედეგების ანალიზის გაკეთების უნარის გამომუშავება;

ისტ-ის გამოყენების სათანადო გამოცდილების მიღება.

8. სარგებელი სხვებისთვის:
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
12. პროექტის ფასილიტატორი: ლალი ჩიტაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lalichitashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lalichitashvili.blogspot.com